ფეხბურთი

22:10 | 30.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "საბერძნეთთან მოსაგებად უნდა ვითამაშოთ"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა საბერძნეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. 25 წლის ფეხბურთელის განცხადებით, თანაბარ თამაშს ელოდება და წინა ორი მატჩის დასანანად წაგების შემდეგ მოედანზე მოსაგებად უნდა გავიდნენ.

"საბერძნეთის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული ორი თამაშის შემდეგ, სამწუხაროდ, ქულა ვერ მოვიპოვეთ, დასანანი მატჩები წავაგეთ. ამიტომ საბერძნეთის წინააღმდეგ ჩვენი მიზანი ქულების მოპოვებაა. ვთვლი, რომ ხვალ მოსაგებად უნდა ვითამაშოთ და იმედი მაქვს მიზანს მივაღწევთ.

რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებს, საკმაოდ კარგი გუნდია, მათ ესპანეთის წინააღმდეგ ერთი ქულის აღება შეძლეს, რაც შეუძლებელია შემთხვევითობა იყოს. საბერძნეთთან თანაბარ თამაშს ველოდები", - განაცხადა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველო და საბერძნეთი ერთმანეთს 7-ჯერ შეხვედრიან და 6-ჯერ ბერძნებმა მოიგეს, ერთხელ ფრე დაფიქსირდა. ხვალინდელი მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. საქართველოს 2 თამაშში 0 ქულა აქვს, საბერძნეთს 1 შეხვედრაში - 1 ქულა.

0.11617