ფეხბურთი

20:18 | 30.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

„იუვენტუსის“ ლეგენდარული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი იტალიის სერია A-ს უახლოეს ტურში ვერ ითამაშებს, რისი მიზეზი დისკვალიფიკაციაა.

ბუფონმა 2020 წლის 19 დეკემბერს, „პარმასთან“ მატჩის დროს თანაგუნდელ მანოლო პორტანოვას მკრეხელური გამონათქვამით მიმართა, რაც იტალიაში დაუშვებელია და ლეგენდარული მეკარეც ამიტომ დაისაჯა.

ბუფონს გარდა 1 მატჩის გამოტოვებისა, 5 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდაც მოუწევს. ჯიჯი „იუვენტუსს“ 3 აპრილს, „ტორინოსთან“ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

0.128552