მილანის „ინტერს“ ახალი ლოგო აქვს, რომეიც კლუბმა საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალურად წარმოადგინა. „ნერაძური“ ლოგოს 2014 წლის შემდეგ პირველად იცვლის.
„ახალი ლოგო წარმოდგენილია, როგორც კლუბის ისტორიული სიმბოლოს თანამედროვე ინტერპრეტაცია, უფრო მსუბუქი და მინიმალური ფორმით, ორიგინალთან უწყვეტობით, მაგრამ უფრო შესაფერისია ეპოქისთვის M შენარჩუნებულია, გვირგივნდება კლასიიკური ორმაგი წრით, როგორც „ნერაძურის“ ტრადიციაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჯერ კიდევ 2014 წლიდან მოქმედ ლოგოს „ინტერი“ სეზონის ბოლომდე გამოიყენებს, ხოლო ახალი სეზონიდან მაისურზე ახალი ლოგო იქნება დატანილი.
"ინტერის" ლოგოს ევოლუცია დაარსების დღიდან