ფეხბურთი

13:25 | 30.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ და „ინტერი“ აგუეროს იწვევენ

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ, კარიერა, შესაძლოა, იტალიაში გააგრძელოს - წერს Football Italia. მას „იუვენტუსი“ და „ინტერი“ იწვევენ.

შეგახსენებთ, რომ ახლახან აგუერომ ოფიციალურად განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს მანჩესტერულ კლუბს დატოვებს. ის „ქალაქელთა“ რიგებში 2011 წლიდან თამაშობს. კონტრაქტის კი ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება.

მას შემდეგ, რაც აგუერომ კლუბიდან წასვლის შესახებ განაცხადა, „სიტის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა, ჰალდუნ ალ-მუბარაქმა გულშემატკივრებს აცნობა რომ „ეტიჰადის“ სტადიონთან არგენტინელის სტატუა დაიდგმება. ასეთივე სატატუებს ახლა ვენსან კომპანისთვის და დავიდ სილვასთვის ამზადებენ.

და ჩვენი გიო?..

0.114773