იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით, უეფას გუნდების განაცხადების გაფართოება შესთავაზა.
„რა მოხდება მაშინ თუკი რომელიმე ფეხბურთელს კოვიდის დადებითი ტესტი აღმოაჩნდება? ამიტომ, ცუდი არ იქნებოდა განაცხადი 25 ან 26 მოთამაშემდე გაგვეზარდა? ამ შემთხვევაში სხვა ფეხბურთელებს ხომ ვეღარ დავიმატებთ, ისინი შვებულებებში იქნებიან. თუ უეფა ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, სიამოვნებით დავეთანხმები.“ - ციტირებს მანჩინის სიტყვებს Football Italia.