ფეხბურთი

0:55 | 30.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გერმანულმა გამოცემამ კვარაცხელია "ბაიერნს" დაუკავშირა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გატანილი გოლის შემდეგ ყურადღების ცენტრშია. 20 წლის ქართველ ფეხბურთელზე ამჯერად ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ Sport1-მა დაწერა.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ გერმანიის ბუნდესლიგაში ქართველი ფეხბურთელები წარსულში წარმატებით თამაშობდნენ და შესაძლოა, ახლა უკვე ხვიჩა კვარაცხელია აღმოჩნდეს ბუნდესლიგაში, თანაც მიუნხენის "ბაიერნში".

„ქართველებს ბუნდესლიგაში თამაშის ხანგრძლივი და მდიდარი ტრადიცია აქვთ. 90-იან წლებში ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი და ლევან ცქიტიშილი "ფრაიბურგში" წარმატებით თამაშობდნენ. ამასთანავე, კვარაცხელიას არცერთ თანამემამულეს "ბაიერნში" არ უთამაშია, მაგრამ ეს შეიძლება მალე შეიცვალოს“, - წერს გერმანული გამოცემა და ამის საფუძვლად ხვიჩას აგენტის, მამუკა ჯუღელის ერთ-ერთი ინტერვიუ მოჰყავს, რომელშიც მან ქართველი შემტევი "რეალსა" და "ბაიერნს" დაუკავშირა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მასზე დღეს ყაზანელთა გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მისი ამოცანა არა ხვიჩას გაყიდვა, არამედ შენარჩუნებაა.

0.10318