კალათბურთი

16:56 | 29.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტიტებმა" "ოლიმპი" დაამარცხა

საკალათბურთო სუპერლიგის მორიგ ტურში დღეს ერთი მატჩი გაიმართა. მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა “ტიტებმა” დავით როგავას “ოლიმპს” უმასპინძლა და მეტოქე 9-ქულიანი სხვაობით 87:78 დაამარცხა.

თავის მხრივ, „ოლიმპელებმა“ 5-მატჩიანი წარმატებული სერიის შემდეგ ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგეს და სატურნირო თვალსაზრისით რეგრესი განიცადეს. მარკოიშვილის გუნდს მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობა ჰქონდა და მისი ბოლომდე შენარჩუნება მოახერხა. გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანი დრენდან აუგბორნსი იყო, რომელმაც 20 ქულასთან ერთად 19 მოხსნა მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა.

16-16 ქულა კი დავით ლომიძემ და ტაილან ბირტსმა ჩააგდეს. „ოლიმპელთაგან“ და მთლიანად მატჩში ყველაზე შედეგიანი კახა ჯინჭარაძე იყო, მან საკუთარ გუნდს 33 ქულა და 4 მოხსნა შესძინა. „ოლიმპს“ 8 მოგების საპირისპიროდ 9 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, „ტიტები“ კი 7 მოგებითა და 10 მარცხით მე-8 პოზიციაზე იმყოფება. სუპერლიგის მიმდინარე ტურის დარჩენილი 3 მატჩი 30 მარტს რუსთავსა და თბილისში გაიმართება.

0.118455