ფეხბურთი

23:47 | 28.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "მეც და გუნდსაც მეტის გაკეთება შეგვეძლო"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარცხელიამ ესპანეთთან (1:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, მეტოქემ ბოლო წუთზე არარეალური გოლი გაიტანა და აღნიშნა, რომ მას, როგორც გუნდს მეტის გაკეთება შეეძლო.

„დადებითად შევაფასებდი ჩევნს თამაშს. ბოლო წუთებში ცოტა არ გაგვიმართლა. ბიჭებმა მართლა ყველაფერი გავაკეთეთ, სამწუხაროდ, ბოლო წუთზე გავუშვთ არარეალური გოლი. ჩემს თამაშსაც დადებითაც შევაფასებდი, მაგრამ ჩემი თავით არასდროს არ ვარ კმაყოფილი და ალბათ კიდევ მეტი შეიძლებოდა და მეტი უნდა გამეკეთებინა არა მხოლოდ მე, არამედ ალბათ, გუნდსაც.

დიდი მადლობას გადავუხდი გულშემატკივრებს. ძალიან სასიხარულოა, როდესაც „დინამო არენაზე“ ხედავ გულშემატკივრებს, რომლებიც 90 წუთი არ გაჩერებულან და უდიდესი მადლობა მათ. ეს არის ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერება, როცა გულშემატკივრებთან ერთად თამაშობ საქართველოში“, - თქვა ხვიჩამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ორ ტურში 0 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 31 მარტს, სტუმრად საბერძნეთთა გამართავს.

0.088566