2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის E შესარჩევი ჯგუფის მეორე ტურის მატჩში, ჩეხეთის ეროვნულმა გუნდმა ბელგიისას უმასპინძლა. შეხვედრა ფერედ - 1:1 დასრულდა.
ანგარიში 59-ე წუთზე მასპინძელმა ლუკაშ პროვოდმა გახსნა. ათ წუთში კევინ დე ბრუინის გადაცემით რომელუ ლუკაკუმ გაათანაბრა.
ჯგუფს 4-ქულიანი ჩეხეთი ლიდერობს, ამდენივე ქულა მოუგროვდათ ბელგიელებსაც, თუმცა ბურთების უარესი ბალანსის გამო, მეორე ადგილზე დგანან.