2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ A ჯგუფის მე-2 ტურის მატჩში სერბეთმა პორტუგალიას უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 2:2 დამთავრდა.
საინტერესოა, რომ სტუმრები ნახევარი საათის თავზე 0:2 იგებდნენ ლივერპულელი დიოგო ჟოტას დუბლის წყალობით. მაგრამ მასპინძლებმა ივარგეს და ორი საპასუხო ბურთი მაინც გაიტანეს. პირველი ალეკსანდრ მიტროვჩმა შეაგდო თავურით, მეორე - ფილიპ კოსტიჩმა.
სერბეთმა ორი ტურის შემდეგ 4 ქულა მოაგროვა და ჯგუფში პირველ ადგილზეა. პორტუგალიელებს ამდენივე ქულით მეორე საფეხური უჭირავთ.