ფეხბურთი

23:55 | 27.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ძიუბას კერჟაკოვის რეკორდემდე ერთი ბურთი დარჩა

სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ფორვარდმა, არტიომ ძიუბამ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სლოვენიის ეროვნულ გუნდს (2:1) ორი ბურთი გაუტანა და ჯამში რუსეთის ნაკრებში 49 მატჩში 29 გატანილი გოლი მოუგროვდა.

ახლა ის მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება რუსთა ნაკრების მთავარ ბომბარდირს, ალეკსანდრ კერჟაკოვს, რომელმაც 30 ბურთი 91 შეხვედრაში შეაგდო.

რუსეთის ნაკრებმა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შემდეგ მაქსიმალური 6 ქულა დააგროვა და H გჯგუფს ლიდერობს.

შეგახსენებთ, რომ ძიუბა თავის დროზე ჩვენი ჯანო ანანიძის თანაგუნდელი გახლდათ „როსტოვში.“ 2014 წელს მათ ერთად მოიპოვეს რუსეთის თასი და დღემდე ინარჩუნებენ მეგობრობას.

0.112661