"დორტმუნდი" მზადაა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ერლინგ ჰოლანდი 180 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაყიდოს. როგორც ESPN-ი იუწყება, გერმანელებმა აღნიშნული თანხა გამიზნულად მოითხოვეს, რადგან სურთ ტოპ კლუბები დროებით დააყოვნონ და 20 წლის ფეხბურთელი კიდევ რამდენიმე სეზონით დაიტოვონ.
ნორვეგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის გადაბირებით "ბარსელონა", "რეალი", "ჩელსი" და "მანჩესერ სიტი" არიან დაინტერესებულები. ჯერჯერობით უცნობია აღნიშნული კლუბები გადაიხდიან თუ არა 180 მილიონ ევროს.
ჰოლანდი "დორტმუნდში" 2020 წლის იანვარში გადავიდა. მიმდინარე სეზონში 20 წლის თავდამსხმელმა 31 მატჩში 33 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. Transfermarkt-ის ინფორმაციით, ამჟამად ჰოლანდის სატრანსფერო ღირებულება 110 მილიონი ევროა.