მადრიდის "რეალი" არ აპირებს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ინგლისის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰარი კეინი დაიმატოს. როგორც Daily Mail-ი იუწყება, კეინი "სამეფო კლუბისთვის" პრიორიტეტი არაა.
27 წლის ფეხბურთელს ბრიტანული მედია "ტოტენჰემის" დატოვებას უწინასწარმეტყველებს, თუმცა "რეალისთვის" კვლავ პრიორიტეტად კილიან მბაპე რჩება, რომელსაც "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. ინგლისური გამოცემა ასევე იუწყება, რომ "რეალისთვის" პრიორიტეტი არც კრიშტიანუ რონალდუა.