ძიუდო

17:56 | 26.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ნოზაძემ თბილისის გრან სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

ძიუდოში თბილისის გრან სლემზე სქართველოს დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. 60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ ჩემპიონობა ადვილად მოიპოვა.

ის ასპარეზობაში ყაზახ ტოკტარ უმუტალიევთან დაპირისპირებით ჩაერთო და იმარჯვა, ხოლო შემდეგ ესპანელი ნუნიეს როდრიგესი დაამარცხა. მეოთხედფინალში თემურმა მონღოლ არიუნბოლდ ენხტაივანს აჯობა და ნახევარფინალში ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუას სძლია. ფინალში ნოზაძე უზბეკ კემრან ნურილაევს გაეჯიბრა და ისიც დაამარცხა, შედეგად, თბილისის გრან სლემის ჩემპიონი გახდა.

ამავე წონაში კიდევ ორმა ქართველმა მოსინჯა ძალები. შაქრო შათირიშვილი ალბანელ ისამ ბასოუსთან პირველივე შეხვედრაში დამარცხდა, ხოლო ლაშა ჩადუნელმა ჯერ მონღოლ უნობოლდ ლხაგვაიმაცს მოუგო, მაგრამ მერე რუს კონსტანტინ სიმეონიდისთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

საქართველოს დღეს კიდევ ორი ოქრის მედლისა და ორი ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვს.

0.119369