„რეალი“ არ არის დაინტერესებული პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებით. კლუბი დიდად აფასებს მის წარსულ დამსახურებას, მაგრამ ფეხბურთელების პერსპექტივით შეძენას ამჯობინებს - გვამცნობს cope.es.
წინა დღეებში იტალიურ მედიაში გაიჟღერა ინფორმაციამ, თითქოს „იუვენტუსი“ 36 წლის ფორვარდის გაყიდვას აპირებდა შეუსაბამოდ დიდი ხელფასის გამო. თუმცა, კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, პაველ ნედვედმა, ეს ამბავი უარყო და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ ზაფხულს რონალდუ კლუბს არ დატოვებს.
კრიშტიანუ მადრიდის „რეალში“ 2009-18 წლებში თამაშობდა.