ყატარისკენ მიმავალი გზის გავლა უეფას წევრი ქვეყნებისთვის დაიწყო. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევმა ციკლმა სტარტი აიღო და პირველი ტურის მატჩები ხუთ ჯგუფში გაიმართა.
საქმეში ჩაერთო მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები, რომელიც რა თქმა უნდა, ტიტულის დაცვას გეგმავს, მაგრამ მანამდე ფინალური ეტაპის საგზური აქვს მოსაპოვებელი. დიდიე დეშამის გუნდს სტარტი არც ისე კარგი გამოუვიდა და „სენ დენიზე“ უკრაინასთან ქულები დაკარგა.
არადა, გასული წლის შემოდგომაზე იმავე სტადიონზე „მამლებმა“ ანდრეი შევჩენკოს გუნდი 7:1 გააცამტვერეს. ამჯერად ფრანგებს იოლი გასეირნება არ გამოუვიდათ და მასპინძლებმა წაიბორძიკეს. არადა, საფრანგეთმა კარგად დაიწყო და ანტუან გრიზმანის ფანტასტიკური გოლით დასაწყისშივე დაწინაურდა. თუმცა, შემდეგ პრაქტიკულად ვერაფერი შექმნა. უკრაინამ კი შეტევაში თავისი შანსი მაქსიმალურად გამოიყენა და პრესნელ კიმპემბეს ავტოგოლოთ სტუმრებმა პარიზიდან ქულა წაიღეს.
ამავე ჯგუფის მეორე მატჩსაც არ ჰყოლია გამარჯვებული. ჰელსინკიში ჯერ ბოსნია იგებდა, მეე ფინეთი, მაგრამ საბოლოოდ გუნდები ფრეს დასჯერდნენ - 2:2. ამრიგად, პირველი ტურის შემდეგ სიტუაცია უცვლელია, ოთხ გუნდს თითო ქულა აქვს.
ევროპის მოქმედი ჩემპიონი პორტუგალია აზერბაიჯას დაუხვდა. კოვიდრეგულაციების გამო ლუზიტანელებმა მეტოქე ნეიტრალურ მოედანზე, ტურინში მიიღეს. კრიშტიანუ რონალდუ მშობლიურ სტადიონზე თამაშობდა, მაგრამ სუსტი აზერბაიჯანის წინააღმდეგ მოედანი უგოლოდ დატოვა. მატჩის ბედი კი მედვედევის ავტოგოლმა გადაწყვიტადა ფერნანდუ სანტუშის გუნდმა მძიმე, მაგრამ გამარჯვებით დაიწყო. პარალელურად, სერბეთის ნაკრებმა ბელგრადში ირლანდიას ძალზე პრინციპული თამაში მოუგო ალექსანდრ მიტროვიჩის დუბლითა და დუშან ვლაჰოვიჩის გოლით.
ბელგიის ნაკრებმა უელსს უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე აგებდა, კლასმა თავისი გაიტანა. კევინ დე ბრუინმა, ტორგენ აზარმა და რომელუ ლუკაკუმ სტუმრები სამჯერ დაამწუხრეს და „წითელმა ეშმაკებმა“ ძალზე დამაჯერებლად მოიგეს. ამავე ჯგუფში ჩეხეთის ნაკრებიც თავიდან აგებდა ესტონეთთან, მაგრამ შემდეგ მეტოქეს შავი დღე აყარა და 6:2 გაანადგურა. ჰეთ-თრიქით გამოირჩა „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელი ტომას სოუჩეკი.
ჩეხი არ ყოფილა ერთადერთი, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი ჰეთ-თრიქით დაიწყო. სტამბოლში, „ათა თურქის“ სტადიონზე თურქეთის ნაკრებმა ნიდერლანდების ნაკრები უშანსოდ დატოვა და მეორე ტაიმის სტარტზე 3:0-ს ამარცხებდა, საბოლოოდ კი 4:2 აჯობა. მატჩის გმირი ბურაკ ილმაზი იყო, რომელმაც ტიმ კრულის კარში სამჯერ გაიტანა და დაუვიწყარი საღამო მოიწყო. ბოლოსკენ უნდა ვახსენოთ ხორვატიის ნაკრების მარცხი, რომელიც სლოვენიასთან ვერაფერს გახდა და მოქმედმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა შესარჩევი ეტაპი მძიმედ დაიწყო.
A ჯგუფი
პორტუგალია - აზერბაიჯანი 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 მედვედევი (36, ა.გ)
სერბეთი - ირლანდია 3:2 (1:1)
გოლები: 0:1 ბრაუნი (18), 1:1 ვლაჰოვიჩი (40), 2:1 მიტროვიჩი (69), 3:1 მიტროვიჩი (75), 3:2 კოლინსი (86)
D ჯგუფი
საფრანგეთი - უკრაინა 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 გრიზმანი (19), 1:1 კიმპემბე (57, ა.გ)
ფინეთი - ბოსნია 2:2 (0:0)
გოლები: 0:1 პიანიჩი (55), 1:1 პუკი (58), 2:1 პუკი (77), 2:2 სტევანოვიჩი (84)
E ჯგუფი
ბელგია - უელსი 3:1 (2:1)
გოლები: 0:1 ვილსონი (11), 1:1 დე ბრუინი (22), 2:1 აზარი (28), 3:1 ლუკაკუ (73, პენ)
ესტონეთი - ჩეხეთი 2:6 (1:4)
გოლები: 1:0 საპინენი (12), 1:1 შიკი (18), 1:2 ბარაკი (27), 1:3 სოუჩეკი (32), 1:4 სოუჩეკი (43), 1:5 სოუჩეკი (48), 1:6 იანკტო (56), 2:6 ანიერი (86)
G ჯგუფი
თურქეთი - ნიდერლანდები 4:2 (2:0)
გოლები: 1:0 ბურაკ ილმაზი (15), 2:0 ბურაკ ილმაზი (34, პენ), 3:0 ჩალჰანოღლუ (46), 3:1 კლაასენი (75), 3:2 დე იონგი (77), 4:2 ბურაკ ილმაზი (81)
გიბრალტარი - ნორვეგია 0:3 (0:2)
გოლები: 0:1 სორლოთი (43), 0:2 თორსტვედტი (45), 0:3 სვენსონი (57)
ლატვია - მონტენეგრო 1:2 (1:1)
გოლები: 1:0 იკაუნიეკსი (40), 1:1 იოვეტიჩი (41), 1:2 იოვეტიჩი (83)
H ჯგუფი
კვიპროსი - სლოვაკეთი 0:0 (0:0)
მალტა - რუსეთი 1:3 (0:2)
გოლები: 0:1 ძიუბა (23), 0:2 ფერნანდესი (35), 1:2 მბონგი (56), 1:3 სობოლევი (90)
სლოვენია - ხორვატია 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ლოვრიჩი (15)