ფეხბურთი

23:45 | 24.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიპციგმა" ფრანგი მცველი დაიმატა

"სტრასბურგის" აწ უკვე ყოფილი მცველი მოჰამედ სიმაკანი კარიერას "ლაიპციგში" გააგრძელებს. როგორც გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 20 წლის ფეხბურთელმა ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფეხბურთელის სანაცვლოდ გერმანელებმა 15 მილიონი ევრო გადაიხადეს.

Sky Germany-ს ინფორმაციით, ფეხბურთელი დაიოტ უპამეკანოს შემცვლელად მოიაზრება, რომელიც ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნს" შეუერთდება. მოჰამედი "სტრასბურგის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2019 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში სიმაკანმა 19 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.113014