ფეხბურთი

22:40 | 24.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" თვალი "პალმეირასის" ახალგაზრდა ფეხბურთელს დაადგა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "პალმეირასის" ნახევარმცველმა გაბრიელ მენინომ შესაძლოა კარიერა "ტოტენჰემში" გააგრძელოს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, "ტოტენჰემი" მზადაა ბრექსიტის შემდეგ დაწესებული ახალი სამუშაო ნებართვის მიხედვით სამხრეთამერიკელი მოთამაშე დაიმატოს.

მენინო საყრდენი ნახევარმცველია და ასევე შეუძლია მარჯვენა ფლანგზეც ითამაშოს. გაბრიელი "პალმეირასის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2020 წლის დასაწყისიდან თამაშობს. ასევე, ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში 2020 წელს გამოიძახეს, თუმცა ჯერჯერობით სათადარიგოთა სკამიდან თამაშში არ ჩართულა და დებიუტს ელოდება. მენინოს სატრანსფერო ღირებულება 14 მილიონი ევროა.

0.119241