ფეხბურთი

23:17 | 23.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" მზადაა ჰოლანდში 150 მილიონი ევრო გადაიხადოს

მადრიდის „რეალი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შეძენას გეგმავს. El Chiringuito-ს ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ მიზანთან საკმაოდ ახლოსაა.

„რეალი“ მზადაა გერმანულ გუნდს მოთხოვნილი 150 მილიონი ევრო გადაუხადოს და ნორვეგიელი ფეხბურთელით გაძლიერდეს. თუ ეს ტრანსფერი დადასტურდება, „რეალში“ კრიშტიანუ რონალდუს გადასვლა გამოირიცხება.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში პორტუგალიელის შესაძლო დაბრუნებაზე აქტიურად საუბრობენ, მაგრამ ჰოლანდის ტრანსფერის შემთხვევაში კლუბს კრიშტიანუ აღარ დაჭირდება და ვერც ფინანსურად შეძლებს ამ საკითხის გადაჭრას.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდში“ 2020 წლის იანვრიდან თამაშობს და მიმდინარე სეზონში 31 გოლი აქვს გატანილი.

0.12226