ფეხბურთი

21:54 | 23.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩეზარე პრანდელიმ "ფიორენტინა" დატოვა და კარიერას ასრულებს

ფლორენციის „ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი გუნდიდან წავიდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მან თავად მიიღო, ხოლო „იების“ თავკაცის პოსტზე ჯუზეპე იაკინი დაბრუნდა. პრანდელის განცხადებით, ფეხბურთში თავს მშვიდად ვეღარ გრძნობს და სავარაუდოდ, კარიერასაც დაასრულებს.

„ვიცი, რომ ჩემი სამწვრთნელი კარიერა აქ დასრულდეს, მაგრამ არ ვნანობ. ფეხბურთის სამყაროს ნაწილი მთელი ცხოვრება ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი აღარ არის. ბოლო დროს ბევრი დისკომფორტი ვიგრძენი და არ მინდა, გუნდს ეს გადაედოს და მის მუშაობაზე გავლენა მოახდინოს“, - თქვა პრანდელიმ.

63 წლის გამოცდილი მწვრთნელი „ფიორენტინაში“ 2020 წლის ნოემბრიდან მუშაობდა. მანამდე მას „ლეჩეში“, „ვერონაში“, „ვენეციაში“, „პარმაში“, „გალათასარაიში“, „ვალენსიასა“ და „ჯენოაში“ უმუშავია. ყველაზე წარმატებული პერიოდი კი „ფიორენტინასა“ (2005-2010) და იტალიის ნაკრებში გაატარა (2010-2014). „იები“ ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ათამაშა, ერთხელ უეფას თასის ნახევარფინალში. იტალიის ნაკრებში მისი საუკეთესო შედეგი ევროპის ვიცე-ჩემპიონობა იყო (2012).

0.121366