რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 2021 წლის სეზონის Rally Sprint-ის I ეტაპი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ავტომობილისტა კლუბის ორგანიზებით და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
შეჯიბრებაში მონაწილეობა 15-მა პროფესიონალმა და 50-მდე ავტომოყვარულმა მრბოლელმა მიიღო. მონაწილეები დაიყო შემდეგ კლასებად: მოყვარულები, ნახევრად პროფესიონალები და პროფესიონალები. შეჯიბრება ოთხი სარბოლო გარბენისგან შედგებოდა, ორი წაღმა და ორიც უკუღმა. გამარჯვებული კი ოთხივე გარბენისას დაფიქსირებული დროის შეჯამებით გამოვლინდა.
უმაღლეს, აბსოლუტ, კლასში ლიდერობა სანდრო თავართქილაძემ არავის დაუთმო, მოყვარულებს შორის გამარჯვებული ლევან ხვედელიძე გახდა, ხოლო ნახევრად პროფესიონალებს - ვაჟა კობახიძე ჩაუდგა სათავეში. სარბოლო სეზონის მანძილზე სულ 5 ეტაპი ჩატარდება. თითოეულ ეტაპზე დაფიქსირებული ქულები შეჯამდება და წლის ბოლოს თითოეული კლასის ჩემპიონი გამოვლინდება.