74 წლისა გარდაიცვალა „ლიდსისა“ და შოტლანდიის ნაკრების ლეგენდა, პიტერ ლორიმერი. კლუბის პრესსამსახური წერს, რომ ვეტერანი ფეხბურთელი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ აღესრულა.
ლორიმერი „ლიდსში“ 1963-79, ასევე 1983-85 წლებში თამაშობდა. 707 მატჩში 238 გოლი გაიტანა და დღემდე კლუბის საუკეთესო ბომბარდირად რჩება.
„ლიდსთან“ ერთად ის ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი. ასევე ქვეყნის და უეფას თასების მფლობელი.
შოტლანდიის ნაკრებში 21 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეც გახლდათ.