ფეხბურთი

22:23 | 20.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი ბრუნდება

„პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, ნეიმარმა, ბარძაყის ტრავმა მოიშუშა და გუნდის საერთო ჯგუფში დაიწყო ვარჯიში. სავარაუდოდ, მინდორზე ის საფრანგეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში დაბრუნდება, „ლიონის“ წინააღმდეგ - გვამცნობს პსჟ-ის ოფიციალური გვერდი.

„ნეიმარი საერთო ჯგუფში ვარჯიშობს. ბრაზილიელის დაბრუნება ბედნიერებაა გუნდისთვისაც და მისთვისაც.

თუმცა, გონივრულად მოქცევაა საჭირო. ნეიმარს 6 კვირაა არ უთამაშია და უცებ მისი სრული დატვირთვა უგუნურობა იქნებოდა.“ - ამბობს პარიზელთა დამრიგებელი, მაურისიო პოჩეტინო.

ნეიმარს 10 თებერვლის შემდეგ აღარ უამაშია. 29 წლის ბრაზილიელმა ტრავმა ქვეყნის თასის მატჩში მიიღო „კანის“ წინააღმდეგ (1:0).

0.106642