ფეხბურთი

23:17 | 20.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო კარლოსი: „სალაჰი რამოსთან ახლოც არ მივა“

ბრაზილიის ნაკრებისა და „რეალის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, რობერტო კარლოსმა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წილისყრის შესახებ გამოთქვა აზრი, რომლის შედეგადაც ერთ-ერთ წყვილში ერთმანეთს „რეალი“ და „ლივერპული“ შეხვდებიან.

„სალაჰი ახლოსაც არ მივა რამოსთან. ამ ეპიზოდზე კიდევ დიდ ხანს ილაპარაკებენ. „რეალს“ კარგ გუნდთან უწევს თამაში. მადრიდელები პირველ მატჩს შინ ჩაატარებენ, თან ახლა ისინი უკეთეს ფორმაში არიან, ვიდრე მეტოქე და ეს უპირატესობა უნდა გამოიყენონ. ვფიქრობ, შეხვედრა მათი უპირატესობით უნდა დამთავრდეს. მთავარია, ზიდანს ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავდეს.“ - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის პირველ ტაიმში, „რეალის“ მცველმა სერხიო რამოსმა „ლივერპულის“ შემტევი მო სალაჰი სერიოზულად დააშავა. მადრიდელებმა კი ლივერპულელებს 3:1 მოუგეს.

0.123259