კალათბურთი

11:46 | 20.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბეჟანიშვილი "ილინოისს" გამარჯვებაში დაეხმარა

გიორგი ბეჟანიშვილის „ილინოის ფაითინგ ილინი“ ამერიკის სტუდენტური ლიგის (NCAA) ჩემპიონშიფში (მარტის სიგიჟე) ჩაერთო და პლეი-ოფის პირველი შეხვედრა მოიგო. ქართველი კალათბურთელის გუნდი „დრექსელს“ დაუპირისპირდა და ადვილად, 78:49 დაამარცხა.

ბეჟანიშვილმა 15 წუთში 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამქულიანი და საჯარიმო არ უსვრია. „ილინოისის“ რიგებში საუკეთესო კოფი კობერნი იყო, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო, ხოლო აიო დოსუნმუს ანგარიშზე 17 ქულაა.

„ილინოის ფაითინგ ილინი“ მომდევნო შეხვედრას „ლოიოლა ჩიკაგოსთან“ ჩაატარებს.

0.116008