მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის იტალიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილი გახდა. რობერტო მანჩინიმ მარტის სამი მატჩისთვის ნაკრებში ერთბაშად 38 ფეხბურთელს უხმო.
თუმცა, „ინტერის“ სამი ფეხბურთელისა და „სპეციას“ ნახევარმცველ მატეო რიჩის ნაკრებში გამოცხადების საკითხი ჯერ გაურკვეველია, რადგან კოვიდ-ეპიდემიის გამო მათი გუნდები იზოლირებულნი არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ დადებითი ტესტები არ აქვთ.
38 ფეხბურთელიდან ორი დებიუტანტია: აწ ხსენებული რიჩი და „ატალანტას“ მცველი რაფაელ ტოლოი, რომელიც ბრაზილიელია, მაგრამ სამი კვირის წინ იტალიის პასპორტი მიიღო და „სკუადრა აძურაში“ თამაში გადაწყვიტა.
მეკარეები: ალესიო კრანიო (კალიარი), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), ალექს მერეტი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (ტორინო)
მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ემერსონი (ჩელსი, ინგლისი), ჯან მარკო ფერარი (სასუოლო), ალესანდრო ფლორენცი (პარი სენ ჟერმენი, საფრანგეთი), მანუელ ლაძარი (ლაციო), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ლეონარდო სპინაცოლა (რომა), რაფაელ ტოლოი (ატალანტა)
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), გაეტანო კასტროვილი (ფიორენტინა), ბრაიან კრისტანტე (რომა), მანუელ ლოკატელი (სასუოლო), როლანდო მანდრაგორა (ტორინო), ლორენცო პელეგრინი (რომა), მატეო პესინა (ატალანტა), მატეო რიჩი (სპეცია), სტეფანო სენსი (ინტერი), რობერტო სორიანო (ბოლონია), მარკო ვერატი (პარი სენ ჟერმენი, საფრანგეთი)
თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (ტორინო), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ფრანჩესკო კაპუტო (სასუოლო), ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), სტეფან ელ შაარავი (რომა), ვინჩენცო გრიფო (ფრაიბურგი, გერმანია), ჩირო იმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), მოიზე კინი (პარი სენ ჟერმენი, საფრანგეთი)
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს (25 მარტი), ხოლო ბულგარეთსა (28 მარტი) და ლიეტუვას (31 მარტი) ესტუმრება.