ევროპა ლიგის მერვედფინალში ლონდონის "ტოტენჰემს" შინ ზაგრების "დინამოსთან" 2:0 ჰქონდა მოგებული, მაგრამ ხორვატიაში დამატებით დროში 0:3 წააგო ტურნირს გამოეთიშა. მატჩს შემდეგ ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მეტოქის გასახელში შევიდა და ხორვატი ფეხბურთელები აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.