შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის ლიგის მეოთხედფინალური და წინსწრებით ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე შემორჩენილი 8 გუნდი დაწყვილდა.
მეოთხედფინალურ ეტაპზე ყველაზე საინტერესოდ ამსტერდამის "აიაქსისა" და იტალიური "რომას" დაპირისპირება მოსჩანს.
1/4 ფინალის წილისყრის საბოლოო შედეგები ასეთია:
"გრანადა" (ესპანეთი) - "მანჩესტერი" (ინგლისი)
"არსენალი" (ინგლისი) - "სლავია" (ჩეხეთი)
"აიაქსი" (ნიდერლანდები) - "რომა" (იტალია)
"დინამო" (ხორვატია) - "ვილიარეალი" (ესპანეთი)
1/2-ფინალური ეტაპის წილისყრა:
"გრანადა"/"მანჩესტერი" - "აიაქსი"/"რომა"
"დინამო"/"ვილიარეალი" - "არსენალი"/"სლავია"
მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 8 აპრილს და საპასუხო შეხვედრები ერთი კვირის თავზე, 15 აპრილს გაიმართება. ფინალი 26 მაისს, პოლონეთის ქალაქ გდანსკში ჩატარდება.