ფეხბურთი

0:36 | 19.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზაგრებული სასწაული, "გრანადას" ისტორია და შერცხვენილი მოურინიო

ზაგრების „დინამომ“ დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია! ხორვატული გუნდი ლონდონის „ტოტენჰემთან“ წილისყრის შედეგადაც კი განწირული ჩანდა, პირველმა თამაშმა კი საერთოდ თითქოს ყველანაირი ინტრიგა გააქრო, რადგან ჟოზე მოურინიოს გუნდმა შინ 2:0 მოიგო.

რა შანსი უნდა ჰქონოდა „დინამოს“ საპასუხო თამაშში? მაგრამ ბრძოლას ყოვლთვს აქვს აზრი! მისლავ ორშიჩს ისეთი საღამო ჰქონდა, შვილიშვილებს რომ მოუყვება. 28 წლის ხორვატმა თავდამსხმელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და ზაგრებელთა ისტორიაში დაუვიწყარი ქამ-ბექის მთავარი შემოქმედი გახდა. „ტოტენჰემი“ 62-ე წუთამდე მშვიდად ახერხებდა სასურველი 0:0-ს შენარჩუნებას, მაგრამ შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა. ორშიჩმა 62-ე და 83-ე წუთებზე შეძლო თავის გამოჩენა და ორი მატჩის ჯამში ყველაფერი გათანაბრდა. დაინიშნა დამატებითი დრო და ისევ ორშიჩი, რომელმაც 106-ე წუთზე უკვე მესამედ გაუტანა ლონდონურ გუნდს და ზაგრების „დინამომ“ 3:0 მოიგო! შედეგად, მეოთხედფინალში თავად ითამაშებს და არა „ტოტენჰემი“.

ესპანური „გრანადა“ ევროპა ლიგის დებიუტანტია, მაგრამ უკვე მეოთხედფინალშია. ესპანელებმა ნორვეგიულ „მიოლდესთან“ შინ 2:0 მოგების შემდეგ უპირატესობა შეინარჩუნეს. ნორვეგიელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ ვეტერანი რობერტო სოლდადოს გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა. „გრანადამ“ 1:2 წააგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გამოვიდა - 3:2. ცნობისთვის, ესპანელებმა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკოტივის“ ბარიერი დაძლიეს (2:0).

ლონდონის „არსენალს“ პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ სტუმრად 3:1 მოეგო და შინ ცოტა მოდუნებული ჩანდა. „მეთოფეებმა“ წააგეს (0:1), მაგრამ მთლიანობაში მომდევნო ეტაპზე ინგლისური კლუბი გავიდა (3:2).

ყველაზე მშვიდად მეოთხედფინალშია დღის პირველი სესიი მატჩებიდან იტალიური „რომა“ გავიდა. „ჯალოროსიმ“ დონეცკის „შახტარს“ ჯერ შინ მოუგო 3:0 და ახლა კიევში 2:1 აჯობა. დავით ხოჭოლავა თადარიგში დარჩა და არ უთამაშია.

„არსენალი“ – „ოლიმპიაკოსი“ 0:1 (0:0) - ორი მატჩის ჯამში 3:2

გოლი: 0:1 ელ არაბი (51)

„დინამო ზაგრები“ – „ტოტენჰემი“ 3:0 დ.დ (0:0) - 3:2

გოლები: 1:0 ორშიჩი (62), 2:0 ორშიჩი (83), 3:0 ორშიჩი (106)

„მიოლდე“ – „გრანადა“ 2:1 (1:0) - 2:3

გოლები: 1:0 ვალიეხო (29, ა.გ), 1:1 სოლდადო (72), 2:1 ჰესტადი (90, პენ)

„შახტარი“ – „რომა“ 1:2 (0:0) - 1:5

გოლები: 0:1 მაიორალი (48), 1:1 მორაეში (59), 1:2 მაიორალი (72)

0.203603