ფეხბურთი

23:10 | 18.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყისი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ალბიონელები უახლოესი შეხვედრებისთვის შემდეგი შემადგენლობით მოემზადებიან:

მეკარეები: სემ ჯონსტოუნი (ვესტ ბრომვიჩი), დინ ჰენდერსონი (მანჩესტერი), ნიკ პუპი (ბარნლი)

მცველები: ჰარი მაგუაიერი (მანჩესტერი), კაილ უოლკერი (მანჩესტერ სიტი), ლუკ შოუ (მანჩესტერი), კირან ტრიპიერი (ატლეტიკო, ესპანეთი), ერიკ დაიერი (ტოტენჰემი, ინგლისი), რის ჯეიმსი (ჩელსი), ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი), კონორ კოუდი (ვულვზი), ბენ ჩილველი (ჩელსი), ტაირონ მინგსი (ასტონ ვილა)

ნახევარმცველები: ჯეიმს უორდ-პრაუსი (საუთჰემპტონი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ჯესი ლინგარდი (ვესტ ჰემი), ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), კელვინ ფილიპსი (ლიდსი), მეისონ მაუნტი (ჩელსი)

თავდამსხმელები: რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა), მარკუს რაშფორდი (მანჩესტერი), ბუკაიო საკა (არსენალი), დომინიკ კალვერტ-ლიუნი (ევერტონი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი)

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები 25 მარტს სან მარინოს შეხვდება, 28 მარტს ალბანეთს, 31 მარტს კი პოლონეთს.

0.114811