იტალიის სერია A-ს XXVIII ტურის დაპირისპირება „ინტერი“ – „სასუოლო“ გადაიდო. ანტონიო კონტეს გუნდში კორონავირუსის ეპიდემია გავრცელდა, რამაც შეხვედრის ჩატარება ამ დროისთვის შეუძლებელი გახდა.
„ინტერში“ ოთხ ფეხბურთელს აქვს კორონავირუსი - სამირ ჰანდანოვიჩს, სტეფან დე ვრეის, მატიას ვესინოს და დანილო დ’ამბროზიოს, რის გამოც მილანის ჯანდაცვის უწყებამ გუნდს 4 დღით ყოველგვარი საქმიანობა აუკრძალა.
შესაბამისად, ორ დღეში „სასუოლოსთან“ თამაში შეუძლებელი გახდა. მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო.
შეგახსენებთ, მილანის „ინტერი“ შესანიშნავ სეზონს ატარებს და 11-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებასთან ძალიან ახლოსაა, რადგან „მილანს“ 9 და „იუვენტუსს“ 10 ქულით უსწრებს.