ფეხბურთი

16:33 | 18.03.2021 | ნანახია 1218 - ჯერ

რა ბედი ელის რონალდ კუმანს „ბარსელონაში“?

რონალდ კუმანისთვის ადვილი არ იყო „ბარსელონაში“ მუშაობის დაწყება. კლუბის წინა პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბარტომეუმ, ის შარშან გუნდის გადასახალისებლად მიიყვანა და ურთულესი მისია დააკისრა.

ჯერ ერთი, ნიდერლანდელს ლუის სუარესი უნდა გაეშვა გუნდიდან, ასეთი იყო ხელმძღვანელობის სურვილი. კუმანმა წარმატებით შეასრულა ეს დავალება. თუმცა, ხვდებოდა, რომ ერთგვარი ჯალათის როლი იტვირთა. როგორც ჩანს, სუარესმა დღემდე არ იცის რატომ გაუშვეს გუნდიდან და ახლა „ატლეტიკოში“ ცდილობს თავისი პროფსარგებლიანობის დამტკიცებას.

შემდეგ იყო მესის საგა. არგენტინელს თითქმის გადასულად თვლიდნენ თავის ყოფილ დამრიგებელთან, პეპ გვარდიოლასთან „მანჩესტერ სიტიში,“ მაგრამ ლეო დარჩა.

გამოჩდნენ ახალგაზრდებიც. ვთქვათ, ფრენკი დე იონგი და უსმან დემბელე. საქმეებიც ნელ-ნელა გამოსწორდა. საშინელი სტარტის კვალად, დღეს „ბარსელონა“ პრიმერას ცხრილში 27 ტურის შემდეგ 59 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ოთხი პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „ატლეტიკოს.“

ქვეყნის თასის ფინალშიცაა გასული, სადაც 17 აპრილს ბილბაოს „ატლეტიკს“ შეხვდება. ანუ, თეორიულად, წლევანდელ სეზონში დუბლის შესრულება კიდევ შეუძლია.

ეგ არის, ჩემპიონთა ლიგიდან ჭრიალით გამოვარდა, „პარი სენ-ჟერმენთან“ (1:4, 1:1) წააგო.

მაგრამ ახლახან ვითარება შეიცვალა. ბარტომეუ დაიჭიერეს, ახალი პრეზიდენტი კი ჟოან ლაპორტა გახდა, რომელიც კლუბში თავისი ხალხის მიყვანას აპირებს და ერთ-ერთი მთავარი მათგანი ამჟამად ყატარული „ალ-სადის“ მწვრთნელი, ახლო წარსულში კი კლუბის ლეგენდა ჩავია.

ჩავი არ მალავს, რომ ლაპორტა მისი მეგობარია, ხოლო „ბარსელონას“ გაწვრთნა დიდი ხნის ოცნება.

„ლაპორტას ყველაფრის გამოსწორება შეუძლია. საუკეთესო პრეზიდენტია მათგან, ვისთანაც კი მიმუშავია. ის წარმატებულია როგორც სპორტული, ასევე ეკონომკური თვალსაზრისით. ძალიან გამიხარდა მისი დაბრუნება (ლაპორტა „ბარსელონას“ 2003-10 წლებშიც თავკაცობდა), თითქმის ყოველდღე ვურეკავთ ერთმანეთს და მრავალ საკითხს განვიხილავთ.“ - უთხრა ჩავიმ ჟურნალისტებს.

ესპანური მედია კი წერს, რომ ლაპორტას ჩავის მთავარ მწვრთნელად დამიშვნა თითქმის გადაწყევტილი აქვს, საქმე მხოლოდ დროშია. თუ კუმანმა გუნდი ჩემპიონი გახდა, ეს ახალი პრეზიდენტისთვის საკმარისი იქნება, რომ ნიდერლანდელი კიდევ ერთი სეზონით დატოვოს თანამდებობაზე. სხვა თუ არაფერი, კუმანი ხომ 1992 წლის „უემბლის“ გმირია. მაშინ სწორედ მისი გოლით მოუგო ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსელონამ“ იტალიურ „სამპდორიას.“ ის კატალონიელთა პირველი ჩემპიონთა თასი იყო...

თუ კუმანმა სეზონი უტიტულოდ დაასრულა, აქ უკვე ჩავის ვარიანტი ამუშავდება.

41 წლის ჩავიმ „ალ-სადთან“ ერთად უკვე ექვსი ტიტულის მოგება მოასწრო და მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონაში“ ისევ თამაშობენ მისი ყოფილი თანაგუნდელები: ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი და ლეო მესი, მაინც მზადაა დღესვე დაიკავოს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი. ბევრი საინტერსო იდეა ჰქონია.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:36 | 18.03.2021
Kobe Bean (21667)

ფონტის უძვრებოდა ტ..კში კიდევ(ყოველშემთხვევაში თვითონ ფონტი ამას ამბობდა) და ლაპორტამ რომ მოიგო ეხლა ყოფილა ლაპორტა საუკეთესო პრეზიდენტი.ის ფონტი მაგარი კაცია კიდევ,მთელი საარჩევნო კამპანია ქონდა აგებული ხავიზე,არაფერი სხვა გეგმა.ვითომ ხავი თუ მოვიდოდა ვსიო უკვე ვეღარავინ დაეტაკებოდა ბარსას)))დებატებში მაგარი შეუსრულა ლაპორტამ,შენ რომ პოვერპოინტით გეგმავ რაღაცეებს მე ლიგები მაქვს მოგებულიო)))

19:33 | 18.03.2021
Kobe Bean (21667)

ანსუ დამტვრეული ყავს 4 თვეა უკვე(მესის შემდეგ მთავარი გამტანი),კოუტინიო ისედაც ზარალია და ეგეც ლაზარეთშია.უმტიტი-პიკე ლაზარეთში ნახევარი სეზონი,ლენგლე კატასტროფა,დესტი კატასტროფა,რობერტო ნახევარი სეზონი ლაზარეთში.მინგესას და დესტის თამაში უწევს კაცს.ცენტრფორვარდი არ ყავს,დაცვა არ ყავს,პრეზიდენტი არ ყავდა და კლუბში არეული სიტუაცია იყო მთელი სეზონი,ამდენი ტრავმები და მიუხედავად ამისა შედეგს დებს და თამაშის ხარისხიც ნორმალური აქვს.კუმანის ზაფხულზე გაშვება უნამუსობა იქნება ლაპორტას მხრიდან.მითუმეტეს ხავი თუ მიიყვანა ეგ უარესი უნამუსობა იქნება რადგან ხავი არ იმსახურებს წელს ბარსაში მისვლას წინა სეზონში გაქცევის გამო.ცოტა ბარსამაც უნდა მიაყენოს იგივე ხავი აზრზე რომ მოვიდეს.მიუყვანოს კუმანს ფეხბურთელები,დაულაგოს დაცვის ხაზი და დადებს ეგ კაცი შედეგს.ეტყობა რომ მართლა უყვარს ბარსა და ავტორიტეტიც აქვს კლუბში

19:26 | 18.03.2021
Kobe Bean (21667)

ერთი ხავის დედაცო რა.არ მეგონა ამას თუ ოდესმე ვიტყოდი მაგრამ წინა სეზონში რაც გააკეთა ასე ეკუთვნის.ჩარჩა ყატარში და კრიზისში მყოფი ბარსა დაიკიდა.გასაგებია ბართომეუ არ ევასებოდა მაგრამ ეგ ბართომეუ რომ წავიდოდა უნდა ცოდნოდა.გაშლილ სუფრაზე ყველაზე მაგარიაო ამაზეა ნათქვამი,ეხლა უნდა მოსვლა როცა კლუბი ფეხზე დადგომას აპირებს.კუმანმა კი საკუთარი სამშობლოს ნაკრები მიატოვა ბარსას გულისთვის და მიუხედავად იმისა რომ სუპერმწვრთნელი არაა და მისი მუშაობით აღფრთოვანებული ნამდვილად არ ვარ,მარტო იმ დაფასებისთვის და ბარსასადმი სიყვარულის გამო იმსახურებს ეგ კაცი კონტრაქტის ბოლომდე მიყვანას(მომდევნო სეზონის ბოლომდე აქვს) რაც წინა ზაფხულზე გამოავლინა.ტიპმა არეული განადგურებული გუნდი ჩაიბარა,სუარესი გააშვებინეს ისე რომ მის ნაცვლად არავინ მოაყვანინეს.ზოგადადაც არავინ არ მიუყვანეს ვინც მოითხოვა და მართლა გაგეგებით მოეკიდა არსებულ სიტუაციას.ფრენკი აათამაშა,პედრი წამოწია,მორიბა არაუხო და რა ხალხი გახადა წამყვან პოზიციებზე.ბუსკეცი-ალბას დუეტი აათამაშა,დაცვა კატასტროფა ყავს მთელი სეზონის მანძილზე,ახალგაზრდებს როგორი ნდობა გამოუცხადა და იმ არეულობიდან გამომდინარე რაც მთელი სეზონის მანძილზე იყო კლუბში(ბოლობოლო პრეზიდენტი არ ყოლია გუნდს მთელი სეზონი)ასე თუ ისე შედეგიც დადო.კუმანი იმსახურებს მომდევნო სეზონშიც რომ იყოს ბარსას მწვრთნელი

0.066679
1218