ფეხბურთი

11:23 | 18.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

რეკორდმაისტერის კიდევ ერთი რეკორდი

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „ბაიერნმა“ შინ 2:1 დაამარცხა „ლაციო“ და რადგან პირველი შეხვედრაც მოგებული ჰქონდა (4:1), უპრობლემოდ გავიდა მეოთხედფინალში.

სტატისტიკური პორტალი, OptaJean გვამცნობს, რომ „ბაიერნი“ მეცხრამეტედ გავიდა ტურნირის ამ ეტაპზე და რეკორდიც დაამყარა, აქამდე ვერცერთ გუნდს მოეხერხებინა ამდემჯერ მეოთხედფინალში თამაში.

რეკორდი კი „ბარსელონას“ ეკუთვნოდა, რომელსაც 18-ჯერ ეთამაშა ამ ეტაპზე. მიმდინარე გათამაშებაში კი მერვედფინალში დამარცხდა „პარი სენ-ჟერმენთან“ – 1:4, 1:1.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენელები ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები არიან.

0.105114