მილანის „ინტერში“ კორონავირუსი გავრცელდა. როგორც „ნერაძურის“ ვებგვერდი იტყობინება, მეკარე სამირ ჰანდანოვიჩსა და მცველ დანილო დ’ამბროზიოს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ორივე ფეხბურთელი თვითიზოლაციაში გადავიდნენ და ცხადია, გუნდს იქამდე გამოაკლდნენ, სანამ საბოლოოდ არ გამოჯანმრთელდებიან. „ნერაძურის“ დანაკლიის ის ამსუბუქებს, რომ ისინი სავარაუდოდ მხოლოდ 1 მატჩს გამოტოვებენ, რადგან ორშაბათიდან საკლუბო ფეხბურთში ორკვირიანი პაუზა გამოცხადდება.
შეგახსენებთ, „ინტერი“ სერია A-ს დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარ „მილანს“ 9 ქულით უსწრებს.