მადრიდის "ატლეტიკოს" და მილანის "ინტერის" ყოფილი მცველი მირანდა კარიერას "სან პაულოში" გააგრძელებს. როგორც ბრაზილიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელი გუნდში 2022 წლის ბოლომდე დარჩება.
მირანდა "კურიტიბას" აკადემიის აღზრდილია და "სან პაულოში" 2006-2011 წლებში თამაშობდა. მას შემდეგ ბრაზილიელი "ინტერის" და "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა, ხოლო ბოლოს ჩონურ კლუბში თამაშობდა. "სან პაულოს" რიგებში მირანდა ბრაზილიის ჩემპიონი სამჯერ გახდა, ხოლო ევროპაში თამაშის პერიოდში ლა ლიგის გამარჯვებული 2014 წელს გახდა.