ფეხბურთი

19:25 | 17.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ბელარუსთან ამხანაგური მატჩისთვის 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდულ ნაკრებშია მიწვეულია "როტორს" შემტევი ზუკა დავითაშვილი, რომელსაც ბოლო პერიოდში ეროვნულ ნაკრებში იძახდნენ, მაგრამ ვილი სანიოლმა ის ამჯერად არ მიიწვია.

21-წლამდელებში კიდევ ერთი საინტერესო სახეა რუსული "ტამბოვის" ცენტრალური მცველი ზურაბ გიგაშვილი, რომელიც პრემიერლიგაში მიმდინარე სეზონში გამოჩნდა. რამაზ სვანაძის გუნდი 22 მარტს შეიკრიბება და სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" მოემზადება.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლუკა მიქაია (რუსთავი)

მცველები: რატი მჭედლიშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ზურა გიგაშვილი (ტამბოვი, რუსეთი), ალექსანდრე კალანდაძე (დიოშგიორგი, უნგრეთი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო, თბილისი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო, თბილისი)

ნახევარმცველები: ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი), ნიკა გაგნიძე (დილა, გორი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ზურაბ დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო, თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო, თბილისი), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი), რევაზ ინჯგია (თელავი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო, თბილისი), თამაზ შარვაშიძე (ტორპედო, ქუთაისი), ნიკა ხორხელი (სიონი, ბოლნისი)

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი, თბილისი), შოთა შეყილაძე (თელავი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი)

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 29 მარტს, გორში ამხანაგურ მატჩს ბელარუსის 21-წლამდე ნაკრებთან გამართავს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ საქართველო 2023 წელს რუმინეთთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მასპინძელია, შესაბამისად, საკვალიფიკაციო ეტაპისგან თავისუფალია და ფინალური ტურნირისთის ტესტ-მატჩებით მოემზადება.

0.115645