უეფას პრეზიდენეტმა ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის უმაყურებლოდ ჩატარება გამორიცხულია. ამის შესახებ მან Sky Sports-თან საუბარში ისაუბრა.
„სხვადასხვა სცენარზე ვმუშაობთ, მაგრამ ერთადერთი გარანტია, რომლის გაცემაც შეგვიძლია არის ის, რომ ევრო 2020 ცარიელ სტადიონზე ჩატარება გამორიცხულია. თითოეულმა ქალაქმა უნდა უზრუნველყოს, რომ ტრიბუნებზე მაყურებლები იყვნენ. იდეალური სცენარია გეგმის მიხედვით ტურნირის 12 ქალაქში ჩატარება, მაგრამ თუ ეს შეუძლებელი იქნება, ის ჩატარდება 10 ან 11 ქვეყანაში. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ შევთანხმდებით“, - თქვა ჩეფერინმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ჩატარდება.