პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ეტაპის სამი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. მან გუნდში 25 ფეხბურთელს უხმო და ცხადია, მათ შორისაა კრიშტიანუ რონალდუც.
მეკარეები: ანტონი ლოპეში (ლიონი, საფრანგეთი), რუი პატრისიო (ვულვზი, ინგლისი), რუი ტიაგუ სილვა (გრანადა, ესპანეთი)
მცველები: ჟოაო კანსელუ (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), სედრიკ სოარეში (არსენალი, ინგლისი), დიმინგუშ დუარტე (გრანადა, ესპანეთი), პეპე (პორტუ), ჟოზე ფონტე (ლილი, საფრანგეთი), რაფაელ გერეირო (დორტმუნდი, გერმანია), ნუნუ მენდეში (სპორტინგი)
ნახევარმცველები: ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი, ინგლისი) დანილო პერეირა (პსჟ, საფრანგეთი), ჟოაო პალინია (სპორტინგი), რუბენ ნევეში (ვულვზი, ინგლისი), ჟოაო მოუტინიო (ვულვზი, ინგლისი), რენატუ სანშეში (ლილი, საფრანგეთი), სერჟიუ ოლივეირა (პორტუ)
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი, იტალია), ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), პედრო ნეტუ (ვულვზი, პორტუგალია), დიეგო ჟოტა (ლივერპული, ინგლისი), რაფა სილვა (ბენფიკა), ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო, ესპანეთი), ანდრე სილვა (აინტრახტი, გერმანია)
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები მარტში აზერბაიჯანს, ტურინში უმასპინძლებს (კოვიდ რეგულაციების გამო), შემდეგ კი სერბეთსა და ლუქსემბურგს ესტუმრება.