იტალიური „ფიორენტინას“ ფრანგი ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი, კლუბს ალბათ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვებს.
37 წლის ფეხბურთელს უკვე გადაუწყვეტია სეზონის ბოლოს იტალიიდან წასვლა. თანაც ამ დროისთვის „იებთან“ კონტრაქტიც უმთავრდება. გერმანიაში დაბრუნება სურს, სადაც მის მიმართ რამდენიმე კლუბი იჩენს ინტერესს - წერს Bild.
რიბერის თავის დროზე 12 სეზონი გაუტარებია ბუნდესლიგაში. „ბაიერნში“ 2007-19 წლებში თამაშობდა და ბავარიელებთან ერთად 24 ჯილდო მოიპოვა. მათ შორის, 9-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ასევე მოიგო ჩემპიონთა ლიგა.