ფეხბურთი

2:08 | 16.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ვულვზის" მეკარის უმძიმესი დაზიანება მოედანზე: რუი პატრისიო სიკვდილს გადაურჩა

ინგლისური „ვულვზის“ მეკარე რუი პატრისიო „ლივერპულთან“ მატჩში სიკვდილს გადაურჩა. 90-ე წუთზე პორტუგალიელ მეკარეს თავში თანაგუნდელის ფეხი მოხვდა და გონება დაკარგა.

თამაში 13 წუთის განმავლობაში იყო შეწყვეტილი და ექიმებმა ფეხბურთელის ჯანმრთელობის გამოსასწორებლად ჟანგბადიც გამოიყენეს. საბოლოოდ, პატრისიო სავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. „ვულვზის“ მთავარმა მწვრთნელმა ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ მატჩის შემდეგ მედიას განუცხადა, რომ რუი პატრისიო კარგადაა:

„ის კარგადაა, ლაპარაკობს და მომხდარიც ახსოვს. პირველი ნიშნებით რუი კარგად არის“, - თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

აქვე გეტყვით, რომ მატჩი „ლივერპულმა“ დიოგო ჟოტას ერთადერთი გოლით მოიგო და 29 ტურის შემდეგ 46 ქულა დააგროვა.

0.113848