მოსკოვის ცსკა-მ VTB ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა და საკუთარ მოედანზე „ხიმკის“ დაუხვდა, რომელიც ძალიან ადვილად, 92:73 დაამარცხა. არმიელებმა პირველივე ტაიმში მოიპოვეს 21-ქულიანი უპირატესობა და მეორე ნახევარს მთლიანად აზრი დაეკარგა.
თორნიკე შენგელიამ 14:56 წუთში 4 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი და 2 საჯარიმო კი ააცილა. მოსკოველთა რიგებში საუკეთესო იოჰანეს ვოიტმანი იყო, რომელმაც 22 ქულა დააგოვა.
მოსკოვის ცსკა VTB ლიგაში 13 გამარჯვებით და 5 მარცხით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 22 მარტს, „კალევს“ სტუმრად დაუპირისპირდება.