ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
20 წლის შემტევი სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored.com-მა გამოარჩია და „უფასთან“ მისი თამაში 8 ქულით შეაფასა. ხვიჩამ აღნიშნულ მატჩში 84 წუთი გაატარა მოედანზე, გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.
აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, ოთხჯერ საგოლე პასი მიითვალა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.