მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნება არ გამორიცხა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ბოლო დროს გავრცელებული ხმები შესაძლოა, სიმართლე იყოს.
„თუ არის სიმართლე ამ ჭორებში? დიახ, შეიძლება იყოს. ვიცით, კრიშტიანო ვინც არის და ყველაფერი, რაც მადრიდის „რეალისთვის“ გააკეთა. ახლა ის არის „იუვენტუსის“ ფეხბურთელია და ეს პატივისცემას მოითხოვს, რადგან სხვა გუნდში თამაშობს. თუ იქნება მისთვის გუნდში ადგილი? ვნახოთ, რა იქნება მისი მომავალი. ჩემთვის კრიშტიანუ რონალდუს მწვრთნელობა დიდი სიმდიდრე იყო, შთამბეჭდავი ფეხბურთელია“, - თქვა ზიდანმა.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული და ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის შემდეგ აქტიურად განიხილება მისი ზაფხულში გუნდიდან წასვლა და „რეალში“ დაბრუნება.