კალათბურთი

11:39 | 15.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბეჟანიშვილი NCAA-ს Big Ten-ის ჩემპიონი გახდა

ქართველი კალათბურთელის გიორგი ბეჟანიშვილის „ილინოის ფაითინგ ილინი“ ამერიკის სტუდენტური ლიგის (NCAA) Big Ten-ის კონფერენციის ჩემპიონი გახდა. ფინალში ილინოისელებმა „ოჰაიო სტეიტთან“ მძიმე ბრძოლაში, ოვერ-ტაიმში 91:88 იმარჯვეს.

ქართველმა კალათბურთელმა საჩემპიონო შეხვედრაში 16 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 12 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

აქვე გეტყვით, რომ „ილინოისმა“ ჩემპიონის ტიტულის მოპოვება 2005 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.

0.121508