ფეხბურთი

11:31 | 15.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

დი მარიას ოჯახს თამაშის დროს თავს დაესხნენ და პოჩეტინომ ფეხბურთელი შეცვალა

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელების ანხელ დი მარიასა და მარკინიოსის სახლებში მძარცველები „ნანტთან“ მატჩის მიმდინარეობისას შეიჭრნენ. ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება.

პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ მომხდარის შესახებ მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს თამაშის მიმდინარეობისას აცნობა და არგენტინელმა სპეციალისტმა თანამემამულე 62-ე წუთზე შეცვალა, რომელიც დაუყოვნებლივ სახლში გაემართა. აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელებს დი მარიას ოჯახის წევრები მძევლად ჰყავდათ აყვანილი. პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. ჯერჯერობით სხვა კონკრეტული ცნობა არ ვრცელდება.

„ძალიან ვწუხვართ, რომ ქულები დავკარგეთ, მაგრამ ბიჭები ძალიან შეშინებულები იყვნენ, ჩვენ გასახდელში ვისაუბრეთ, მაგრამ არა იმაზე, რაც მოედანზე მოხდა“, - თქვა თამაშის შემდეგ პოჩეტინომ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ დი მარია და მისი ოჯახი მსგავსი თავდასხმის ობიექტი ჯერ კიდევ ინგლისში ცხოვრების დროს გახდა, როდესაც ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა.

აქვე გეტყვით, რომ „პარი სენ ჟერმენმა“ ლიგა 1-ს გასავარდნ ზონაში მყოფ „ნანტთან“ საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.

0.114769