ფეხბურთი

21:55 | 14.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

თბილისურ დერბიში "დინამომ" "საბურთალოს" უხვგოლიან ბრძოლაში აჯობა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „დინამო თბილისმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და ძალზე დაძაბულ, საინტერესო ბრძოლაში დაამარცხა.

მატჩის პირველი ტაიმი ზორან მარუშიჩისა და შოთა ნონიკაშვილის დუელი გამოდგა. ორივემ დუბლი შეასრულა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მარუშჩმა მე-5 და 31-ე წუთებზე გაიტანა, ხოლო ნონიკაშვილმა თითქმის იდენტური გოლები მე-16 და 45-ე წუთებზე გაიტანა.

მეორე ნახევარში გიორგი ნემსაძის გუნდის უპირატესობა მაინც გამოიკვეთა. ჯერ იყო და, გიორგი გაბედავამ პენალტი ზუსტად შეასრულა, მერე გიორგი პაპავამ შორი მანძილიდან გაისროლა და „საბურთალოს“ მეკარემ რეაგირებაც ვერ შეძლო.

ლევან კორღალიძის გუნდმა ერთი ბურთი გაქვითა, იური ტაბატაძემ თანაგუნდელები თამაშში დააბრუნა, მაგრამ ეს მეტის გაკეთება სტუმრებმა ვერ შეძლეს და მიმდინარე სეზონში პირველად წააგეს.

„დინამო თბილისმა“ 7 ქულას მოუყარა თავი და ლიდერთა დუეტს, „დინამო ბათუმი“ – „დილას, ჩამორჩება, ხოლო „საბურთალოს“ აქტივში 5 ქულაა. მეოთხე ტური 15 მარტს დასრულდება, თბილისის „ლოკომოტივისა“ და ქობულეთის „შუქურას“ დაპირისპირებით.

„დინამო თბილისი“ – „საბურთალო“ 4:3 (2:2)

გოლები: 1:0 მარუშიჩი (5), 1:1 ნონიკაშვილი (16), 2:1 მარუშიჩი (31), 2:2 ნონიკაშვილი (45), 3:2 გაბედავა (55, პენ), 4:2 პაპავა (69), 4:3 ტაბატაძე (71)

0.134306