ფეხბურთი

10:58 | 14.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ: "ჩემპიონები არასდროს ტყდებიან"

„იუვენტუსის“ ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მთავარია სწრაფად და ძლიერად ფეხზე დადგომა, ჩემპიონები კი არასდროს ტყდებიან.

„ცხოვრებაში დაცემების რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად და ძლიერად დგები ფეხზე. ნამდვილი ჩემპიონები არასდროს ტყდებიან! ჩვენი ყურადღება მიმართულია „კალიარისთან“ მატჩზე, სერია A-ზე, იტალიის თასის ფინალზე და ყველაფერზე, რისი მიღწევაც ამ სეზონში შეგვიძლია.

მართალია, წარსული მუზეუმებს ეკუთვნის, მაგრამ საბედნიეროდ, ფეხბურთს მეხსიერება აქვს... და მეც! ისტორიის წაშლა შეუძლებელია, ის ყოველდღე იწერება გამძლეობით, გუნდური სულისკვეთებით, დაჟინებით და უამრავი შრომით. ვისაც ეს არ ესმის, ვერასდროს მიაღწევ დიდებასა და წარმატებას“, - დაწერა რონალდუმ.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მას შავ-თეთრი მაისურით 121 მატჩში 92 გოლი აქვს გატანილი, მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირზე 32 თამაშში მეტოქეები 27-ჯერ დაამწუხრა.

0.128681