„მანჩესტერ სიტი“ სერხიო აგუეროს შემცვლელს აქტიურად ეძებს. არგენტინელ ფორვარდს „ქალაქელებთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და უკვე გადაწყვეტილია, რომ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ინგლისელებს 32 წლის შემტევის შემცვლელად მადრიდის „ატლეტიკოს“ პორტუგალიელი თავდამსხმელი ჟოაო ფელიქსი ესახებათ და გეგმავენ, რომ ნიჭიერი ფეხბურთელის შესაძენად ყვლაფერი გააკეთონ.
ფელიქსმა მიმდინარე სეზონში „ატლეტიკოს“ მაისურით 31 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. საინტერესოა, რომ თავის დროზე „სიტიმ“ აგუეროც მადრიდის „ატლეტიკოდან“ შეიძინა.
რაც შეეხება აგუეროს, ის 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება და ნებისმიერ გუნდში უფასოდ შეეძლება გადასვლა. ამ დროისთვის, მის სახელს ყველაზე მეტად აქტიურად „ბარსელონას“ უკავშირებენ.