ისრაელის ლემიტ ლიგის (რანგით მეორე დივიზიონი) 26-ე ტურში „ჰაპოელ უმნ ალ-ფამის“ თავდამსხმელმა ლევან კუტალიამ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
ქართველმა შემტევმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა. მან ანგარიში 45-ე წუთზე პენალტით გახსნა, მაგრამ შემდეგ „ჰაპოელ იკსალ იმადის“ ფეხბურთელებმა ორი გოლი გაიტანეს და დაწინაურდნენ.
ლევანმა 70-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო 88-ე წუთზე ეფექტური გოლით ჰეთ-თრიქი გაიფორმა და თავის გუნდს 3:2 მოაგებინა. კუტალია „ჰაპოელ უმნ ლ-ფამის“ მაისურით იანვრიდან თამაშობს და 4 გოლი აქვს გატანილი. ამ ჰეთ-თრიქამდე მან ერთხელ თავი ისრაელის თასზე გამოიჩინა.