ფეხბურთი

21:55 | 12.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

უაილდერმა "შეფილდ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

კრის უაილდერი "შეფილდ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება. როგორც Sky Sports-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ინგლისელმა კლუბი ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა.

უაილდერმა "შეფილდ იუნაიტედი" 2016 წელს ჩაიბარა, როდესაც გუნდი ჩემპინშიფში ასპარეზობდა. 2019 წელს კრისის გუნდმა პრემიერლიგის საგზური მოიპოვა. მიმდინარე სეზონში კი "შეფილდ იუნაიტედი" ინგლისის ჩემპიონატში 28 ტურის შემდეგ 14 ქულით ბოლო ადგილზეა და მე-17 ადგილზე მყოფ "ბრაიტონს" 12 ქულით ჩამორჩება.

0.113384